ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაზა ლომინაძე ქუთაისელ სპორტსმენებს შეხვდა, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
მისი განცხადებით, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, ხოლო, ჩემპიონებმა და პრიზიორებმა, ფულადი ჯილდოც მიიღეს.
„დღეს, ქუთაისელ სპორტსმენებს შევხვდით, რომლებმაც მოლდოვაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე მკლავჭიდსა და პარამკლავჭიდში განსაკუთრებულ წარმატებებს მიაღწიეს.
მათ, საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატება მივულოცეთ და სიმბოლური საჩუქრები გადავეცით.
ჩემპიონებმა და პრიზიორებმა განსაზღვრული ფულადი ჯილდოც მიიღეს“, – წერს ლომინაძე.
ცნობისთვის, პარამკლავჭიდელი ვახტანგ ახობაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა.