თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტ გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
კახა კალაძე გიორგი კობერიძის გარდაცვალების ფაქტს დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა:
„მინდა სამძიმარი გამოვთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო. ქართულ მედიას პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ მათ, გიორგის ახლობლებს, მეგობრებს.
გიორგი კობერიძე ქვეყანაში მიმდინარე არაერთი ფაქტის ამსახველი სიუჟეტის ავტორი იყო, ის აქტიურად აშუქებდა დედაქალაქში განსახორციელებელ პროექტებს, მიმდინარე სამუშაოებს.
მისმა გარდაცვალებამ ყველას გული დასწყვიტა“, – განაცხადა კახა კალაძემ.