LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძაღლი, კატა, ყველა აცრეს, უპატრონო ძაღლები დადიოდნენ…“ – გურ­ჯა­ანში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა, თავშესაფარში დაკვირვებისთვის გადაყვანილი 90 ძაღლიდან 14 დაიღუპა

157
ცოფი გურჯანში

გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და.

მედიის ცნობით, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ძაღ­ლე­ბი სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­სა და მე­ლა­ან­ში შე­ნიშ­ნეს, რის შემ­დე­გაც სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ, ახ­ლომ­დე­ბა­რე სოფ­ლე­ბი­დან 90-მდე ძაღ­ლი გურ­ჯა­ა­ნის მი­უ­სა­ფა­რი ძაღ­ლე­ბის თავ­შე­სა­ფარ­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

თავ­შე­საფ­რის დი­რექ­ტო­რის, თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის განცხადებით, ამ ეტაპ­ზე, თავ­შე­სა­ფარ­ში ორი სოფ­ლი­დან შეყ­ვა­ნი­ლი 14 ძაღ­ლი დაიღუპა. მანვე აღნიშნა, რომ და­ა­ვა­დე­ბა თავ­და­პირ­ვე­ლად ლეკ­ვებს და­უდ­გინ­და.

„ორ კვი­რა­ზე მე­ტია, რაც თავ­შე­სა­ფარ­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. მი­ზე­ზი ცო­ფის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. თა­ვი­დან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკ­ვებ­ზე.

მას შემ­დეგ, რაც ერთი ლეკ­ვი მოკ­ვდა, და­ვი­წყეთ ახლო მდე­ბა­რე ზოლ­ში ძაღ­ლე­ბის ხე­ლახ­ლა აცრა და შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი ყვე­ლა ცხო­ვე­ლი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ – ჯამ­ში, 90 ძაღ­ლი, სა­ი­და­ნაც 14 მოკ­ვდა. ჩვენ სა­ა­გენ­ტო­ში კა­რან­ტი­ნი გვაქვს. ვო­ლი­ე­რებ­ში ჰი­გი­ე­ნუ­რი ნორ­მე­ბი და­ცუ­ლია“, – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.

თე­მურ ზავ­რაშ­ვი­ლის ინფორმაციით, 30 აგ­ვის­ტომ­დე თავ­შე­სა­ფა­რი და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა, ხოლო იმ ოჯა­ხე­ბის წევ­რე­ბი, სა­დაც ფაქ­ტე­ბი და­ფიქ­სირ­და, უკვე ცო­ფის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რეს.

ამასთან, როგორც სოფელ მელაანის მცხოვრებმა, ეთერ მესხიშვილმა მედიას უთხრა, ერთ-ერთმა ძაღლმა მცირეწლოვანი ბავშვი დაკაწრა, 10 დღის შემდეგ ცხოველი ოჯახისთვის საეჭვო მდგომარეობაში დაიღუპა, რის გამოც ადგილობრივები სურსათის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდნენ.

ოჯახის ყველა წევრი, ვისაც დაავადებულ ძაღლთან ჰქონდა შეხება, აიცრა. მელაანიდან და მიმდებარე სოფელ ჩალაუბნიდან მიუსაფარი ძაღლები ინტერმუნიციპალურ სააგენტოში გადაიყვანეს.

„ბავშვი დაჩხაპნა, მაშინვე წაიყვანეს ასაცრელად, როცა აცრეს, გააფრთხილეს, დააკვირდით ძაღლს, რა მდგომარეობაში იქნებაო, 10 დღის მერე ეს ლეკვი მოკვდა, მერე დაადგინეს რომ ჰქონდა და მერე ყველა აცრეს. დადიოდნენ, ძაღლი, კატა, ყველა აცრეს, უპატრონო ძაღლები დადიოდნენ და სულ ყველა წაიყვანეს“. – ჰყვება ადგილობრივი „მთავარ არხთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g