LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ფანტასტიკური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ: განგაშის ზარი რომ შემოჰკრა, ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ..“ – ემოციური ამბავი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება

597
BeFunky-collage (2)

კომპანია „გალფის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ჯიბლაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ფეისბუკგვერდზე ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველზე დაყრდნობით დაწერა, რომ ბავშვი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა, მშობლებმა მაშინვე აცრეს, ახალ პოსტს ავრცელებს და ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელზე საზოგადოებას ემოციურ ამბავს უზიარებს.

„ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ბავშვზე, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ეს ფანტასტიკური და ჯადოსნური ამბავი უნდა წაიკითხოთ:

გუშინწინ განგაშის ზარი რომ შემოჰკრა, ბავშვის და ძაღლის ამბავზე, ამ პიროვნებაზე უნდა მოგიყვეთ ორი სიტყვა.

ცნობილი ხილ-ბოსტნის მაღაზიის მმართველი, ჯაბა – გახლავთ ადამიანი, რომელიც ყველა სიტუაციაში შეძლებს იყოს გმირი და არის კიდევაც, ამაში ეჭვი არ მეპარება.

„ბავშვს ვაქცინაცია დაწყებული აქვს, რადგან გაკაწვრის შემდეგ, მშობლებმა შესაბამისი ზომები მიიღეს“ – NCDC-ის ცნობით, გაირკვა მოზარდის ვინაობა, რომელიც ძაღლმა გაკაწრა

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკა ადამიამ განაცხადა.

ეს ამბავი კი, რომელმაც ყველა ასე დაგვზაფრა და გაგვაერთიანა, ასე დაიწყო: ჯაბას ხილბოსტანთან მცხოვრებმა და მის მიერ შეფარებულმა ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. ბავშვის მამა მივიდა ადგილზე და სთხოვა ჯაბას თვალყური ედევნებინა ძაღლისთვის. შემთხვევიდან 10 დღეში მამა ისევ მისულა ხილბოსტანში. ჯაბასაც მიუხარებია მამისთვის, რომ ძაღლი კარგად გრძნობდა თავს. ზუსტად 20 დღეში კი ძაღლი მკვდარი იპოვა და აქ იწყება რიგი რეაგირებისა, რომელსაც თვალს ვადევნებდი ამ დღე-ნახევარში და არაფრით არ შემიძლია თქვენც არ გაგიზიაროთ.

ჯაბამ:

– გადაიყვანა მკვდარი ძაღლი ექსპერტიზაზე. ცოფის დადგენის შემდეგ, სასწრაფოდ გაავრცელებინა განცხადება სურსათის უვნებლობის სამსახურს, რომ იძებნებოდა ბავშვი, რომელიც მისი მაღაზიის მიმდებარედ გაკაწრა ძაღლმა.

– ჯაბა წავიდა პოლიციაში, მისცა ჩვენება და პოლიციასთან ერთად დაიწყო ოჯახის ძებნა.

– ამასობაში მისმა დროულმა და უზუსტესმა განცხადებამ, სოცმედია სივრცე სრულად დაფარა. ბავშვს და მის ოჯახს ეძებდა ყველა.

– ჯაბამ ჩამორეკა ყველა სააგენტოში, სადაც შეიძლებოდა ჩატარებულიყო მსგავსი ტიპის აცრა. მის სავარაუდო მონაცემებზე დაყრდნობით სააგენტოებმა დაიწყეს შესაფერისი მონაცემების მქონე ბავშვის ძიება.

– გუშინ დილასვე სკოლებში, ოჯახებში დაიგზავნა საინფორმაციო სმს-ები, მათთან ვისი მონაცემებიც მეტ-ნაკლებად ემთხვეოდა ბავშვისას.

– ჯაბა დილიდან ხვდებოდა მედიას, აძლევდა ძალიან კონკრეტულ და ზუსტ ინტერვიუებს და ყველა პლატფორმიდან ცდილობდა ხმა მიეწვდინა მამისთვის.

მე გამიმართლა და ვიპოვე ჯაბა გუშინ დილას ადრიანად. რომ ვესაუბრე მივხვდი, ეს არ იყო ჩვეულებრივი შემთხვევა, ეს იყო ამ ადამიანის მიერ უსწორესად დაგეგმილი და მართული კრიზსული სიტუაცია. ის ყველა არსებულ და არარსებულ რესურსს იყენებდა ბავშვის მამის მოსაძებნად. და აი რა მითხრს მე და რამ გამაოგნა საბოლოოდ:

– მე ახლა სარეკლამოში მივდივარ, ბანერი უნდა დავბეჭდო წარწერით “SOS აქ ცოფით მოკვდა ძაღლი” – წითელი ასოებით, თეთრ ფონზე / იმიტომ რომ ხომ შეიძლება ბავშვის მამას არ ჰქონდეს ფეისბუkი, არ უყურებდეს ტელევიზორს… ცხრა მეტრი სამზე იქნება ეს ბანერი, მე ჩემი ფულით დავაბეჭდინებ, მოვიყვან მანქანას და თოკებით გავაბამ დიდ ტრასაზე, ეგებ თვისებაში აქვს მამას აქ ჩავლა და ჩაივლის ყურადღებას მიაქცევს და ვიპოვით ბავშვს.

ეჭვი არ შემპარვია მის სიმართლეში. დავბეჭდეთ ბანერი, 9/3 მეტრზე. რომ ვაკრავდით მამაც გამოჩნდა… სხვანაირად ვერ იქნებოდა, რადგან ზუსტად ჩვენზე, მხოლოდ ჩვენზე და ჩვენს რესურსზე, ვაკეთოთ სიკეთე, ვაკეთოთ საქმე, ვაკეთოთ გულით, ვაკეთოთ მაქსიმუმი

რაც შეგვიძლია / მხოლოდ ამაზეა ყველაფერი დამოკიდრბული და ჯაბა, თავისი ცხოვრებით და თავისი უნარებით, თავისი ადამიანობით და სულგრძელობით უკვე არის ნამდვილი გმირი! და არა მხოლოდ გმირი / საუკეთესო მენეჯერი, მმართველი და კრიზის მენეჯერიც!

ამიტომაა საქართველო რომ მოვიდა აქამდე, ამიტომ ზუსტად რომ არსებობენ ჯაბასნაირი ადამიანები! ყველაფრისთვის მადლობა შენ, ჯაბა“, – წერს ნინო ჯიბლაძე.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომ იძებნებოდა მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე ძაღლმა გაკაწრა, რადგან ძაღლს ცოფი დაუდასტურდა.

სეს: „კახეთის გზატკეცილზე ძაღლების სავალდებულო ვაქცინაცია და მონიტორინგი მიმდინარეობს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები