LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხილ-ბოსტნის მაღაზიის პატრონი ჰყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს“ – რა ინფორმაცია ვრცელდება ბავშვზე, რომელიც ცოფიანმა ძაღლმა გაკაწრა

384
Untitled design (10)

სახელმწიფო უწყებებს ამ დრომდე არ უპოვიათ ის ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ცოფიანმა ძაღლმა დაკაწრა. ბავშვის იდენტიფიცირებას ართულებს ის ფაქტი, რომ კამერების ხედვის არეალში არ ექცევა „გალფის“ ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორია, სადაც შემთხვევა მოხდა.

ბავშვის დაკაწვრის შესახებ ინფორმაცია სურსათის ეროვნულ სააგენტოში 18 დეკემბერს შევიდა.

შემტყობინებელი აცხადებდა, რომ მოკვდა ძაღლი, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე ბავშვი დაკაწრა. ის ითხოვდა ჩასტარებოდა მიუსაფარ ძაღლს ლაბორატორიული კვლევა.

კომპანია „გალფის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჯიბლაძე ფეისბუკზე (ბოსტნეულის მაღაზიის გამყიდველზე დაყრდნობით) წერს, რომ „ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს“ და რამდენიმე დღის განმავლობაში ინტერესდებოდნენ ძაღლის მდგომარეობით:

„მაღალი საზოგადო ინტერესის გამო, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს აგს „კოსმონავტის“ მენეჯერად ასეთ ინფორმაციას ფლობს:

გალფის მიმდებარედ, დასხლოებით 200-300 მეტრში არის ხილ-ბოსტანის მაღაზია. ამ მაღაზიის მახლობლად ცხოვრობდა მიუსაფარი ძაღლი, რომელსაც მეპატრონეები კარგად იცნობდნენ და უვლიდნენ.

დაახლოებით 14-16 დღის წინ ამ ძაღლმა გაკაწრა ბავშვი. როგორც ხილბოსტანის პატრონი ყვება, ბავშვი მშობლებმა მაშინვე აცრეს. მას მერე კიდევ მივიდნენ მშობლები ხილ-ბოსტანის მაღაზიაში და კითხულობდნენ ძაღლის ამბავს. 4 დღის წინ ძაღლი ხილბოსტანის მეპატრონემ იპოვნა მკვდარი და გადაწყვიტა ექსპერტიზის ჩატარება. ექსპერტიზის დასკვნით ძაღლს დაუდგინდა ცოფი. მას მერე ხილბოსტნის მეპატრონე ვერ დაუკავშირდა ბავშვის ოჯახს და ახლაც ეძებს მათ.

სულ ეს არის ჯერ რაც გავარკვიეთ. ყველა სიახლეს მოგაწვდით რასაც გავიგებთ.

მაღალი საზოგადო ინტერესის გამო, შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ის, რისი გარკვევაც ამ ეტაპზე შევძელით.

ჩვენი თანამშრომელი,…

Posted by Nino Jibladze on სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2023

 

ყველა ძალას ვხმარობთ დავადგინოთ ოჯახის ვინაობა. სამწუხაროდ „გალფის“ კამერები იმდენად შორს არის მომხდარი ადგილისგან, რომ ჩვენი კამერები ვერ წვდება ხილბოსტნის მიმდებარე ტერიტორიას,“ – ნინო ჯიბლაძე.

„იძებნება მოზარდი, რომელიც კახეთის გზატკეცილზე, ძაღლმა გაკაწრა… ძაღლს ცოფი დაუდასტურდა“ – სურსათის ეროვნული სააგენტო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები