მომღერალი გიორგი შოშიტაშვილი გამომწერებს ახალ ვიდეოს უზიარებს. გიორგის, პაატა გულიაშვილის და ქსოვრელების შესრულებულ სიმღერას „სიცოცხლეს გაუმარჯოს“ , როგორც ყოველთვის, მსმენელის დიდი გამოხმაურება და მოწონება მოჰყვა. ენერგიულმა შესრულებამ ნიკა არაბიძეც ააცეკვა.
„იხარეთ და გვახარეთ თქვენი სიმღერებით“, „საუკეთესოები ხართ“ „ყოველთვის დიდი სიყვარულით გისმენთ“ – წერენ კომენტარებში.