LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შვილი მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა გააჩინო“ – თამთა კვარაცხელია

504
თამთა კვარაცხელია

ტელეწამყვანი თამთა კვარაცხელია ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს, როგორ შეიძლება ახალგაზრდა ქალმა ოჯახი და კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს.

გთავაზობთ მოკლე ამონარიდს ჟურნალ „სარკისთვის“ მიცემულ ინტერვიუდან.

– ბოლო დროს შვილის გაჩენის ასაკმა გადაიწია. როგორ აფასებთ ამ ტენდენციას?

– ვფიქრობ, რომ შვილი მხოლოდ საყვარელი მამაკაცისგან უნდა გააჩინო, რომელიც მთელი გულით გიყვარს და ასეთი დიდი სიყვარული ქალის ცხოვრებაში 25 წლის ასაკში შემოვა, თუ 35 წლის, არავინ იცის. ასე რომ ასაკს არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. მთავარია, შვილი იყოს გულწრფელი, ნამდვილი, უსაზღვრო სიყვარულის ნაყოფი.

– რა რჩევას მისცემდი ახალგაზრდა ქალებს, რომელთაც ოჯახისა და კარიერის შეთავსება სურთ?

– არ ვიცი, ჩემი რჩევა და გამოცდილება ახალგაზრდა ქალებისთვის რამდენად კომპეტენტური იქნება, რადგან როდესაც მე შევქმენი ოჯახი, კარიერაზე უარი ვთქვი, რასაც შემდგომ ვნანობდი. მას შემდეგ კი კარიერას პირად ცხოვრებას ვერ ვუთავსებ და ჯერჯერობით არჩევანს კარიერაზე ვაკეთებ. მიუხედავად ამ გამოცდილებისა, ფარ-ხმალს არ ვყრი, რადგან ვიცი, რომ შეუძლებელი არაფერია და ამასაც აუცილებლად მოვახერხებ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია, მეორე ნახევართან მქონდეს კარიერული ბმა, საერთო მიზანი, ვგავდეთ ერთმანეთს, ბევრი რამ გვქონდეს საერთო, რომ მოვახერხოთ ბალანსი და ორივეგან რეალიზება.

მთავარია, იყვნენ თავისუფლები, რეალიზება მოახდინონ კარიერაში და როცა მიაღწევენ ფინანსურ დამოუკიდებლობას, მას შემდეგ იფიქრონ ოჯახის შექმნაზე. ასე უფრო აარიდებენ ბევრ პრობლემას თავს. ასევე მნიშვნელოვანია, ვის აირჩევენ ცხოვრების პარტნიორად, რადგან პირველ რიგში, მისი მხარდაჭერა დასჭირდებათ.

ასე რომ გოგონებო, არ იჩქაროთ, ბევრი იფიქრეთ, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ და არაფერი დაიზაროთ თქვენი ბედნიერი მომავლისთვის, რომელსაც თქვენს გარდა ვერავინ შექმნის.

თამთა კვარაცხელიას ინტერვიუს სრულად წაიკითხავთ ჟურნალ „სარკის“ 28 აგვისტოს ნომერში.

თამთა კვარაცხელია: „საკუთარი თავის გარდა, არც მტერი და არც კონკურენტი მყავს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g