LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თავზარდაცემული ვიყავი მისი გარდაცვალებით…“ – ვისი დახმარებით შეაბიჯა მოდის სამყაროში თამთა კვარაცხელიამ და რა ტრაგედია მოხდა, სანამ მადრიდის მოდის კვირეულზე გაემგზავრებოდა

110
tamta kvaratskelia

ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ მცირე ხნის წინ მოდის ბიზნესში შეაბიჯა, საქორწილო კაბების საკუთარი ბრენდი დააფუძნა და წელს მადრიდის მოდის კვირეულს სტუმრობდა.

თამთა ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, როგორ გადადგა მოდის სამყაროში პირველი ნაბიჯები და როგორ გაიცნო ცნობილი ამერიკელი ბაიერი, რეი პარსა:

„შარშან ბარსელონას მოდის კვირეულზე გავემგზავრე, როგორც ჟურნალ „გლამურის“ რედაქტორი. იქ გავიცანი ცნობილი ამერიკელი ბაიერი, რეი პარსა, რომელიც ამასთანავე, საქორწილო კაბების მაღაზიების ქსელის მფლობელი გახლდათ… შემომთავაზა, გავმხდარიყავი საქორწინო კაბების დიზაინერი, შემექმნა კონცეფცია, დამეარსებინა ჩემი ბრენდი და გავმხდარიყავი მისი პარტნიორი.

ბარსელონას მოდის კვირეულზე მე საქართველოდან ჩავედი, ის – ამერიკიდან, მე სრულიად უცნობი გოგონა, ის ცნობილი ბაიერი, მაღაზიათა ქსელის უმდიდრესი მეპატრონე და უცებ გადაიკვეთა ჩვენი გზები…

თამთა კვარაცხელია იხსენებს, რა ტრაგედია მოხდა მოულოდნელად, მადრიდის კვირეულამდე სამი დღით ადრე:

„ყველაფერი მზად მქონდა, პარსამ საჭირო ადამიანები მოამზადა ჩვენთან შესახვედრად, მაგრამ გამგზავრებამდე სამი დღით ადრე მოხდა ტრაგედია – მოულოდნელად გარდაიცვალა რეი პარსა…“

თამთა აღნიშნავს, რომ მადრიდის მოდის კვირეულზე ის მაინც გაემგზავრა და დიდი შედეგით დაბრუნდა:

„ვფიქრობ, კარგი შედეგით დავბრუნდით. რამდენიმე ცნობილმა კომპანიამ შემომთავაზა თანამშრომლობა, მიუხედავად იმისა, რომ თავზარდაცემული ვიყავი რეი პარსას გარდაცვალებით და გული მწუხარებით მქონდა სავსე, მაინც ვახერხებდი, ვყოფილიტავი ენერგიული, საქმიანი, მობილიზებული და ღიმილიანი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g