ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დასავლეთი მხარს უჭერს უკრაინის ქმედებებს კურსკის ოლქში და ის სრულად შეესაბამება ომის საერთაშორისოდ აღიარებულ ყველა წესს.
მისივე თქმით, კურსკის ოლქში უკრაინის ქმედებები ძალიან სარისკო, მაგრამ ერთადერთი შესაძლო ნაბიჯია. მათ მიაღწიეს წარმატებას და მოახერხეს, რომ დიდ რუსულ დათვს ყველაზე დაუცველ ადგილას უკბინეს.
მარგუს ცაჰკნა მიიჩნევს, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია ომის მიმდინარეობას შეცვლის და მას დასავლეთის ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერა აქვს.
„თუკი უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია არსებობს, მაშინ უკრაინასაც აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ყველა არსებული საშუალებების გამოყენებით“, – აღნიშნა მარგუს ცაჰკნამ.