LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კურსკის“ კატასტროფა პუტინის მმართველობის სიმბოლური დასაწყისი და ახლა მისთვის ფინალია კურსკი“- ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს

183
ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი

ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ეს სახლში ბრუნდება

„ვხედავთ როგორ ვითარდება რუსეთი პუტინის მმართველობის ქვეშ: 24 წლის წინ „კურსკის“ კატასტროფა მოხდა, მისი მმართველობის სიმბოლური დასაწყისი. ახლა გასაგებია, რა წარმოადგენს მისთვის ფინალს, ასევე, კურსკი. მისი ომის კატასტროფა. ეს ყოველთვის მათ ემართებათ, ვისაც ადამიანები და წესები სძულთ. რუსეთმა სხვებს ომი მოუტანა, ახლა კი ეს სახლში ბრუნდება. უკრაინას ყოველთვის მშვიდობა სურდა და ჩვენ მშვიდობას აუცილებლად უზრუნველვყოფთ“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსული ატომური წყალქვეშა ნავი „კურსკი“ 2000 წლის 12 აგვისტოს ბარენცის ზღვაში ჩაიძირა. ბორტზე მყოფი 118-ვე ადამიანი დაიღუპა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g