LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს, მნიშვნელოვანია, დიალოგი ყველა დონეზე იყოს – თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე

144
ზელენსკი კობახიძე

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი – ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს – მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი კობახიძე ერევანში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა – რა საკითხზე ისაუბრეს მხარეებმა

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შევხვდი. ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე იყოს“, – წერს ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, უკრაინა საქართველოს ყოველთვის პატივს სცემდა და საქართველოს, მისი სუვერენიტეტისა და ხალხის პატივისცემას ახლაც განაგრძობს.

„ჩვენ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – აცხადებს ზელენსკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g