LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანარების შუქურა სულ მალე სასტუმროდ გადაიქცევა

32

კუნძულ პალმას ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ტურისტების მოსაზიდად სასტუმრო პირდაპირ მთავარ ღირსშესანიშნაობაში გახსნას. შეგახსენებთ, რომ ესპანეთში მსგავსი პრაქტიკა უკვე არსებობს და კუნძულ ვიგოზე მდებარე „ისლა-პანჩას“ შუქურას გასულ წელს ფუნქცია შეუცვალეს.

რაც შეეხება „პუნტა-კუმპლიდას“ შუქურას, მასში სულ 3 ოთახს მოაწყობენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მთლიანობაში 8 ადამიანზე იქნება გათვლილი. გარდა ამისა, სასტუმროს სიახლოვეს აუზსაც გააკეთებენ.

როგორც კუნძულის წარმომადგენლობა აცხადებს, სიახლე შუქურის მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს და ის თავისი მთავარი ფუნქციის შესრულებას მომავალშიც განაგრძობს. ეს კი დამსვენებლებისთის სასტუმროს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები