დიზაინერ ანუკა ქებურიას შვილი, ნატუკა ხუნდაძე დაქორწინდა. დიზაინერი შვილის ულამაზესი ქორწილის კადრებს სოციალურ ქსელში აზიარებს.
როგორც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული სთორებიდან ხდება ცნობილი, ქორწილში ძალიან ბევრმა საზოგადოებისთვის ცნობილმა სახემ მოიყარა თავი. მათ შორის იყო მომღერალი ნინი ბადურაშვილი დებთან ერთად, დიზაინერი ავთანდილი, ნოდარ ხუციშვილი და სხვები.
ცნობისთვის, ნატუკა ხუნდაძე ლეგენდარული ქართველი მსახიობის, თენგიზ არჩვაძის შვილის, ნატო არჩვაძის შვილიშვილია.