სამეჯლისო ცეკვებში გამარჯვებული ქართველი მოცეკვავეები, გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე რომლებმაც ამერიკის, ბულგარეთის, გერმანიის და ჩეხეთის წარმომადგენლები დაამარცხეს, ემოციურ ვიდეო მიმართვას ავრცელებენ და საზოგადოებას გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებენ:
„არ დაიჯერებთ, ორგზის მსოფლიო ჩემპიონები ვართ“ – ამბობენ მოცეკვავეები ვიდეო მიმართვაში.
ცნობისთვის, 31 აგვისტოს ბულგარეთში, ქალაქ ბურგასში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში, სადაც საქართველომ უკვე მეორედ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი.
ქართველი წყვილი – გვანცა ციხელაშვილი და აკა მოდებაძე სამეჯლისო სპორტულ ცეკვებში მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.