LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ისტორია დაწერილია!… დაპირება შესრულებულია… ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ!…“ – ქართველი მოცეკვავეების, აკა მოდებაძისა და გვანცა ციხელაშვილის მორიგი წარმატება

661
გვანცა ციხელაშვილი, აკა მოდებაძე

მოცეკვავეები აკა მოდებაძე და გვანცა ციხელაშვილი ევროპის ჩემპიონები გახდნენ.

„CAUCASUS CUP 2024“ – ზე წყვილმა კიდევ ერთი ულამაზესი ცეკვით მიიპყრო ჟიურისა და მაყურებლის ყურადღება და როგორც თავად აღნიშნავენ, საქართველოსთვის ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულეს.

„და ესეც ესე, საქართველოსთვის ისტორიული ევროპის ჩემპიონატი ჩვენი მოგებით დასრულდა, ჩვენ ევროპის ჩემპიონები ვართ!…მე და აკა და საქართველო!….დაპირება შესრულებულია, ევროპის ჩემპიონობა დადებულია!….მსოფლიო და ევროპა, ორივე უზენაესი ტიტული მოპოვებულია!… ისტორია დაწერილია!………მადლობა ენით აღუწერელი სიყვარულის ჩუქებისთვის საქართველოს… ძალიან სენსიტიური იყო მე და აკასთვის სამშობლოს სახელის დაცვა ჩვენივე სამშობლოში….მადლობა GNDSF / სსცეფ DanceSport Georgia პრეზიდენტ გიორგი გაჩეჩილაძეს, ასევე სპორტულ დირექტორს ლევან ახვლედიანს გაწეული შრომისთვის…სპეციალური მადლობა ნათია ჩეჩელაშვილს და დიმა ხეთაგუროვს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ერთადერთ და განუმეორებელ აკა მოდებაძეს.

გენიალურ, უნიჭიერეს სპორტსმენს და ხელოვანს, ჩვენ ეს გავაკეთეთ, აკ, ჩვენ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ვართ!… ეს ჩვენი, ორის გამარჯვებაა, როგორც ყოველთვის მარტო ჩვენი ორის!…” – წერს გვანცა ციხელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები