LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: „ოცნებას“ ხრიკი ჩაუვარდა, მან მართლმადიდებელი ეკლესიისგან ძალიან მკაფიო პასუხი მიიღო – ეკლესიის პოზიციას ჩვენ ცალსახად დავუჭერთ მხარს“

128
ბადრი ჯაფარიძე

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“  ლიდერი ბადრი ჯაფარიძე მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ინიციატივას „ხრიკს“ უწოდებს და ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდს ეს „ხრიკი ჩაუვარდა“: 

„მისი უწმინდესობის სურვილია, ეს საკითხი ასე დაჩქარებულად არ იქნას განხილული“ – მეუფე გრიგოლი მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ინიციატივაზე

როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართულ ოცნებას” არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების არანაირი ინტერესი არ ჰქონია, რაზეც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ პასუხი გასცა.

გურამ მაჭარაშვილი: „ის, რაც მეუფე ნიკოლოზმა იკადრა, არ ჯდება არც ეკლესიურ, არც ადამიანურ და არც მორალურ ეთიკაში“

„ყვე­ლა წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბა არის სი­მარ­თლე­სა და ქვეყ­ნის გა­მოწ­ვე­ვებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვას­რუ­ლებთ. არა­ფე­რია ცუდი და სა­ქი­ლი­კო იმა­ში, რომ მმარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა ამომ­რჩე­ველს არ­ჩევ­ნე­ბის წინ კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გა­დაჭ­რას სთა­ვა­ზობს“.

„ქართული ოცნება” ჩვეული ხრიკებით ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. ცხადია, ეკლესიამ გასცა პასუხი მათ ვითომდა ინიციატივას, იმიტომ რომ ცხადია, „ქართულ ოცნებას“ აქ არანაირი ინტერესი არ ჰქონია არც მართლმადიდებლობის და არც ეკლესიის განმტკიცების, ჰქონდა საარჩევნო მიზნები და მასზე მიიღო ძალიან მკაფიო პასუხი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისგან. შესაბამისად, ეს ხრიკი მათ ჩაუვარდათ“. – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კახა კალაძე: „საპატრიარქო არის დამოუკიდებელი, ეს დამოუკიდებლობა უნდა შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g