LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2 სექტემბრის მდგომარეობით, რთველი 2024-ის ფარგლებში, 13 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

112
რთველი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, რთველი 2024-ის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით, უკვე 13 ათას ტონამდე ყურძენი გადამუშავდა, საიდანაც 7.5 ათას ტონამდე რქაწითელია, 2.3 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის ხარისხიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ფასები 1 კგ რქაწითელზე 1.07 ლარი, ხოლო 1 კგ საფერავზე 1.30-1.40 ლარია.

შეგახსენებთ, მევენახე ფერმერების მიერ ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს. შესაბამისად, 20 ათასზე მეტ მევენახეს მოსავლის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ 500-მდე კომპანიას, ყურძნის შეუფერხებლად შესყიდვა-გადამუშავების საშუალება ეძლევა.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც 2024 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში არანაკლებ 1.00 ლარს გადაიხდის.

რთველის საკოორდინაციო შტაბში, ამ დროისთვის, უკვე 230 ღვინის საწარმოა რეგისტრირებული.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიანი რეჟიმში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები