LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთველი 2024-ის ფარგლებში მოსავალი უკვე 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა

127
რთველი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 სექტემბრის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი, აქედან, 27 ათას ტონამდე რქაწითელი, 22.6 ათას ტონამდე საფერავი, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

რთველი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გარდა, კახეთის ყველა რეგიონში სხვადასხვა აქტივობით მიმდინარეობს.

ამ ეტაპისთვის მოსავალი უკვე 4500-მდე მევენახე-ფერმერმა დააბინავა.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზი (1501) 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები