LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლადო ბოჟაძე: „გზავნილები, რომლებიც კონფერენციაზე მოვისმინეთ პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს“ 

161
ლადო ბოჟაძე

„კონფერენცია, რომელზეც საუბრობთ არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობრების კონფერენცია. ეს ხალხი არ მგონია, რომ საქართველოს მეგობრები იყვნენ იმიტომ, რომ ის გზავნილები, რომელიც ჩვენ კონფერენციაზე მოვისმინეთ პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს. მცდელობას დააბრუნონ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში“ – განაცხადა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა, ლადო ბოჟაძემ.

გადაცემაში „დღის თემა“ ბოჟაძემ ის მიზეზები დაასახელა, რის გამოც მმართველმა გუნდმა თბილისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მონაწილეობა არ მიიღო.

„დღეს პირდაპირ იყო მოწოდებები და შედარებები 1924 წლის შეიარაღებულ აჯანყებასთან, თითქოს რაღაც სხვა ტიპის გამოწვევები ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ბუნებრივია, ჩვენი გუნდიდან მონაწილეობა ამ პროცესში არავის მიუღია, თუმცა ეს განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს კონფერენცია შეიძლება ჩავთვალოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიის ნაწილად“ – განაცხადა მმართველი გუნდის წევრმა.

მან ასევე გამჭვირვალობის შესახებ კანონზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ კანონის მიღება.

„უცხოური გამჭვირვალეობის შესახებ კანონის ავკარგიანობაზე საუბრობენ ადამიანები, რომლებიც უცხოელები არიან და პირდაპირ, ღიად ერთვებიან ქართულ პოლიტიკაში. ღიად მხარს უჭერენ „ნაცმოძრაობას“.  დღეს გრეგოროვამ კიდევ ერთხელ პოლიტპატიმრად გამოაცხადა სააკაშვილი, რომელსაც სხვა დანაშაულებთან ერთად სასამართლოზე თითქმის ათი მილიონი ლარის თავის ჭკუაზე და თავის გემოზე დახარჯვას ედავება სახელმწიფო.

ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ ზუსტად. ამიტომ გვჭირდებოდა გამჭვირვალობა, ამიტომ არის ეს კანონი მნიშვნელოვანი. სწორედ იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდეთ ვინ რა კონფერენციას ატარებს,  ვინ რომელ არასამთავრობოს აფინანსებს, რა მიზნით, რა თანხებით და რა შედეგები შეიძლება დაიდოს,” – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g