LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ცნობილ ხიდს სხვა ადგილას გადაიტანენ, რათა მისი ისტორიული სახე შეინარჩუნონ

127
nemec-taller-architektur-ymany

პრაღის ცნობილ ვიშეგრადის ხიდს ძველი ქალაქიდან გარეუბანში გადაიტანენ. ამ გზით ქალაქს მისი ისტორიული სახის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება სურს, წერს expats.cz.

ვიშეგრადის ხიდი ჩეხეთის კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კონსტრუქცია პრაღის ცენტრში 1872 წლიდან გაჩნდა და თანამედროვე იერი XX საუკუნის დასაწყისში მიიღო, როცა ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ გადაიქცა. დროთა განმავლობაში ნაგებობა დაძველდა და ამჟამად მასზე გავლა ერთდროულად მატარებლის მხოლოდ ერთ შემადგენლობას შეუძლია, ისიც შეზღუდული 20 კმ/სთ სიჩქარით.

თავიდან ხიდის პროექტის შეცვლა სურდათ, თუმცა საბოლოოდ მისი ისტორიული სახის შენარჩუნება გადაწყვიტეს. სწორედ ამიტომ, მერიამ ხიდისთვის ადგილის შეცვლა გადაწყვიტა და ამასთან, მის გამოყენებას ამიერიდან მხოლოდ ქვეითები და ველოსიპედისტები შეძლებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები