LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრაღის ისტორიულ ცენტრში ღამით ავტომობილებს აღარ შეუშვებენ

116
Screenshot 2024-08-08 121326

პრაღის ძველ ქალაქში (პრაღა 1) ამიერიდან ღამით მანქანით შესვლა შეუძლებელი იქნება. ინიციატივის მიზანი – ხმაურის დონის შემცირება და ადგილობრივებისთვის მშვიდად დასვენების საშუალების მიცემაა, წერს expats.cz.

მანქანებისთვის დაწესებული შეზღუდვა საღამოს 10 საათიდან დილის 6 საათამდე იმოქმედებს. კანონდამრღვევებს 1500 ჩეხური კრონით ანუ დაახლოებით 60 ევროთი დააჯარიმებენ.

გასულ წელს ხელისუფლებამ უკვე სცადა ძველ ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა. თუმცა, მაშინ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ისეთი დაბალი სატრანსპორტო ხმაურიც კი როგორიცაა 40 დეციბელი, ადამიანების შრომისუნარიანობაზე ნეგატიურად მოქმედებს.