LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: „ველოდებით რეპრესიებს, ალბათ შემოწმებებს დაიწყებენ – მზად ვართ ჯარიმებისთვის, ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, მაგრამ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მიზნებისთვის“

139
ნინო ლომჯარია

„ველოდებით, რა თქმა უნდა, იუსტიციის სამინისტროსგან რეპრესიებს, დაიწყებენ, ალბათ, შემოწმებებს. რა თქმა უნდა, ჩემი ორგანიზაცია თანამშრომლობას არ აპირებს“, – ამის შესახებ „ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებელმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

როგორც მან ე.წ გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა, ბევრი ორგანიზაციაამ კანონს არ აღიარებს და შესაბამისად, არც თანამშრომლობას აპირებს.

„მათ [იუსტიციის სამინისტრო] რაც უნდათ, ის ქნან. მზად ვართ ჯარიმებისთვის, ვიცით, რომ არ იქნება მარტივი, ვიცით, რომ ამას შეიძლება მოჰყვეს ორგანიზაციის ფინანსების დაყადაღება, ორგანიზაციის საქმიანობის შეფერხება, მაგრამ ჩვენ ვართ ერთგული ჩვენი მიზნებისთვის.

ჩვენი მოტივაცია არ არის ფინანსები, ჩვენი მოტივაცია არის ამ ქვეყნის კეთილდღეობა და ევროპული მომავლის უზრუნველყოფა, ამიტომ საკმარისი ძალები და ენთუზიაზმი გვეყოფა, რომ ბრძოლა ჩვენი გავაგრძელოთ და სხვისი უფლებებისთვის, მათ შორის, არჩევნებზე ხმების დაცვისთვის.“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

magti 5g