ქალის ემოციური მდგომარეობა ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა ანა გარსევანიშვილმა ისაუბრა.
რას განიცდიან დედები ორსულობის პერიოდში?
ორსულობა და შვილის დაბადება როგორც დიდი სიხარულის, ასევე სტრესის, შფოთვის, დეპრესიის საწყისიც კი შეიძლება იყოს. დედის გრძნობები და ემოციური ბალანსი უმნიშვნელოვანესია და ყურადსაღები.
ორსულობის შემდგომი დეპრესია რომ არსებობს ამაზე ვთანხმდებით, კოლოსალური ჰორმონალური ცვლილებები, 3 ფიზიოლოგიურად ბობოქარი ტრიმესტრის შემდეგ სხეული ისევ უბრუნდება ჩვეულ მდგომარეობას, რასაც სჭირდება:
მდგომარეობა, რომელიც გამოცდილებაში არ აქვთ ქალებს, საჭიროებს ახალი ქცევების ჩამოყალიბებას.
ფიზიოლოგიური ცვლილებები ორსულობაში და ორსულობის შემდეგ იმდენად სწრაფია, რომ ფსიქიკა უნდა დაეწიოს, მოხდეს გაცნობიერება, როდესაც სხეული და ფსიქიკა კონგრუენტულ/თავსებად მდგომარეობაშია, მაშინ მოდის ბალანსის, ჰარმონიის და შემძლეობის განცდა, ამ მდგომარეობაში მეტი სიყვარულის გაცემა შეგვიძლია, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვილისთვის, მისი საბაზისო: ნდობის, დაცულობისა და უსაფრთხოების განცდის ჩამოყალიბებისთვის.
ემოციურად სტაბილური დედა = ჯანმრთელ ბავშვს!
რა როლი აქვს მამას ამ პერიოდში?
მამის როლი ორსულობის პერიოდში და ორსულობის შემდგომ პერიოდში უმნიშვნელოვანესია, პირველ რიგში დედის ფსიქო-ემოციური სტაბილურობისთვის, რადგან მას ექმნება განცდა, რომ ზრუნავენ და იზიარებენ რთულ პერიოდს.
მხარდაჭერა და კონტაქტი მნიშვნელოვანია, მამების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება ასევე განაპირობებს მშვიდ ორსულობას და ორსულობის შემდგომ პერიოდს, ლაქტაციის პროცესს. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის სხვა წევრების ჩართულობა და მხარდაჭერა, თუმცა ასევე საყურადღებოა პირადი საზღვრების დაცვა მშობლებისთვის ამ როლის გაცნობიერების გზაზე.
მომავალი მშობლების ინფორმირებულობა და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ჯანმრთელი ორსულობისთვის, ეს არის ერთგვარი პრევენცია შფოთვისა და სტრესის დაძლევაში.