LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქორწილი ივნისში ჰქონდა, დედა და დები იტალიაში მუშაობდნენ, დღეს ჩამოვიდნენ“ – სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპული ბიჭის კოლეგა

556
საქართველოს რკინიგზა

3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო „საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი გარდაიცვალა, რომლებიც გეგმურ სამუშაოებს ასრულებდნენ.

სამგზავრო მატარებელი ფეიქრების ქუჩასთან სამუშაო პლატფორმას შეეჯახა – დაღუპულია 2 ადამიანი

ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა ცაგარეიშვილია.

როგორც „ფორტუნას“ ლაშა ცაგარეიშვილის კოლეგამ, გია ყრუაშვილმა უთხრა, გარდაცვლილი სამტრედიიდან იყო. მისი ოჯახის წევრები კი ემიგრაციაში იმყოფებოდნენ.

„დედა და ორი და იტალიაში მუშაობდნენ, დღეს ჩამოვიდნენ საწყლები, მეუღლე ცოტა ხნის წინ მოიყვანა. ქორწილი ივნისში ჰქონდა“, – ამბობს გია ყურაშვილი.

„ცოტა იყო დარჩენილი, დაახლოებით 8 წუთი რომ მივსულიყავით… საშინელი ხმა გავიგონე“ – რას ჰყვებიან მატარებლის მგზავრები, რომელიც სამუშაო პლატფორმას შეეჯახა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 -ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g