LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სენაკში ტაქსის მძღოლი მგზავრის გადაყვანისას გარდაიცვალა

241
პოლიცია

სენაკში 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და შემთხვევა მგზავრის გადაყვანის დროს მოხდა.

გავრცელებული ცნობით, მამაკაცი ავტომობილის მართვისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები