LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიბრიდულმა Ford-მა დამნაშავეების დევნა ისწავლა

100

კომპანია Ford-მ ახალი საპოლიციო ავტომობილი წარმოადგინა – Police Responder Hybrid Sedan. ბენზო-ელექტრო სედანი მწარმოებლის განცხადებით მსოფლიოში პირველი მსგავსი ძრავის მქონე ავტომობილია, რომელსაც სრულყოფილად შეუძლია დამნაშავეს ”გაეკიდოს”.

სედანი ორ ლიტრიანი ბენზინის ძრავით არის აღჭურვილი, რომელიც ელექტროძრავთან ერთად მუშაობს, რამდენ ცხენის ძალას გამოიუმუშავებს ჯამურად მოწყობილობა, ავტომწარმოებელი არ აკონკრეტებს. Ford-ში მხოლოდ იმას აღნიშნავენ, რომ 96 კილომეტრ/საათამდე საპოლიციო ჰიბრიდს შეუძლია ელექტროგაწევით გადაადგილდეს.

Ford Police Responder Hybrid Sedan-ის წვის საშუალო მაჩვენებელი ას კილომეტრზე 6,2 ლიტრს შეადგენს, მეორე მოდელი, რომელიც ”ფორდმა” ასევე პოლიციისთვის შეიმუშავა Police Interceptor – 3,7 ლიტრის მოცულობის ძრავით ას კილომეტრზე 13 ლიტრს მოიხმარს.

პირველი ჰიბრიდული Ford-ბი აშშ-ს პოლიციის ავტოპარკში უახლოეს ზაფხულში გამოჩნდება. Ford აღნიშნავს, რომ გეგმავს კიდევ ერთი ჰიბრიდული ავტომობილი, ამჯერად სამართალდამცავი ორგანოებისთვის შექმნას.

Ford აშშ-ს პოლიციისათვის უმსხვილესი მიმწოდებელია, მისი წილი ბაზარზე 63%-ს შეადგენს. Ford-ის პირველი მოდელი, რომელიც წესრიგის დამცველებისთვის შეიქმნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები