რადიო „არ დაიდარდოს“ გიორგი შოშიტაშვილი სტუმრობდა. ეთერში გიორგის და ქსოვრელების ახალი ნამუშევრის „ჩვენებური“ რადიო პრემიერა შედგა.
გიორგი, ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ჩვენებური“, ვის ეკუთვნის ტექსტი და მუსიკა?
მუსიკა ლანდერ დევიძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ვასკა გრიგალაშვილია. სიმღერა, როგორც ყოველთვის, ზაზა გოჩიტაშვილის სტუდიაში ჩაიწერა. იქ ჩვენი მეორე სახლია.
სიმღერა რადიო ეთერში პირველად გაჟღერდება, თუმცა სატელევიზიო პრემიერა უკვე შედგა.
მინდა დავამატო, რომ 12 სექტემბრიდან უკვე ჩვეული ამპლუით ვბრუნდებით „პააატა გულიაშვილის და ნიკა არაბიძის შოუს“ სეზონის პირველი გადაცემა გვექნება, სადაც კიდევ ერთი ახალი სიმღერის პრემიერა შედგება.
გადაცემის ჩანაწერი:
გიორგი შოშიტაშვილი და ქსოვრელები – ჩვენებური