თიკა ჯამბურია, რომელიც სატელევიზიო კულინარიული პროექტის „მასტერშეფი“ გამარჯვებულია, ძალიან მალე თბილისში საოცნებო კაფეს გახსნის.
როგორც მომღერლის ინსტაგრამ გვერდიდან ირკვევა, კაფეს დასრულებამდე სულ ცოტა დრო რჩება.
„კიდევ ერთი ოცნების ასრულების გზაზე ვარ..
იმდენი შრომა, ნერვები და ენერგია ჩავდე ამ პატარა კაფის გახსნაზე, რომ ძალიან მინდა თქვენც ჩემსავით შეგიყვარდეთ აქაურობა.
იმედია მალე გავიხსნებით“, – წერს თიკა ჯამბურია ინსტაგრამზე.