LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთში BMW-ს მუშები გაიფიცნენ

39

კონცერ BMW-ს თანამშრომლებმა პირველად 20 წლის შემდეგ გაფიცვა მოაწყვეს. წარმოება ერთბაშად კომპანიის სამ ქარხანაში შეჩერდა, რომლებიც MINI-ის მოდელებს უშვებენ.

პროტესტი საპენსიო თანხების ცვლილებამ გამოიწვია, უფრო კონკრეტულად პენსიის ოდენობის შემცირებამ.

პროფკავშირების განცხადებაში ნათქვამია, რომ BMW-ს ბოსებმა დროა თავი ქვიშიდან ამოწიონ და გააცნობიერონ, რომ მათი გეგმა პენსიის შემცირების შესახებ არ უნდა განხორციელდეს. მოსალოდნელია, რომ მაისის თვეში აქციებს გუდვუდში Rolls-Royce-ის ქარხნის მუშებიც შეუერთდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები