„ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.
ირაკლი კობახიძემ განმარტა, საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2021 წელს იმის გამო, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და არ გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.
„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში სარეცხის მანქანებზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.