„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი და მისი მეუღლე, გიული ჭკუასელი მეთხე შვილს, ელოდებიან.
ცნობილ წყვილს მალე მეოთხე ბიჭი შეეძინება.
ვარლამ ლიპარტელიანის რჩეულმა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც დადებითი კომენტარები მოჰყვა.
სოციალური ქსელის მომხმარებლები წყვილს ბედნიერებას უსურვებენ:
„გფარავდეთ უფალი! ❤️…
გამრავლდით ჯიშიანო ქართველებო…
გილოცავთ…
აუ გოგოო რა❤️” – წერენ სოციალურ ქსელში.
ვარლამ ლიპარტელიანი: „ამას პირველად თქვენთან ვამბობ… სექტემბრის ბოლოს მეოთხე ბიჭს ველოდებით…“
ცნობისთვის, ვარლამ ლიპარტელიანი „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატად დასახელდა. სპორტსმენი „ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ აგვისტოში წარადგინა.