LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავის ნაგავსაყრელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს 

124
თელავის ნაგავსაყრელი

თელავის მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელზე შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ატარებს.

სამუშაოების ფარგლებში მიმდინარეობს პოლიგონის ზედაპირის ფორმირება, ნარჩენების გადაადგილება, ტკეპნა და მიწის საიზოლაციო ფენით გადაფარვა. ასევე, ეწყობა შიდა გზები და მიწის საიზოლაციო მარაგები (მიწის კავალიერები).

რეაბილიტაცია 15 აგვისტოს დაიწყო და საწყის ეტაპზე მოიცავდა მიწის სამუშაოებს,  ნარჩენების გადაადგილებას, რამაც დროებით სუნის გავრცელება გამოიწვია. აღნიშნული პრობლემა აღმოფხვრილია და სამუშოების შემდეგი ეტაპები გრძელდება.

თელავის ნაგავსაყრელის რეაბილიტაცია 2024 წლის 13 ნოემბერს დასრულდება. პროექტის ბიუჯეტი 535 996 ლარია.

ნარჩენების სწორი მართვის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიის დაქვემდებარებაში არსებულ ობიექტებს სისტემატურად უტარდება, რაც უზრუნველყოფს საყოფაცხოვრებო ნარჩენების უსაფრთხო განთავსებასა და მართვას.

საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მართვაში არსებული ყველა ძველი ნაგავსაყრელი ეტაპობრივად დაიხურება მას შემდეგ, რაც ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტების და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელი მოეწყობა. 

mazda magti 5g