LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია აბაშიძე „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ შესახებ: მშვიდობიანი განვითარების შედეგები სახეზეა – მსოფლიო ბანკის (WB) „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, საქართველო უპრეცედენტოდ მოწინავე პოზიციებზეა

240
გია აბაშიძე

„მრავალი შიდა და გარე დაბრკოლების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის, ქვეყნის პოტენციალის სწორი გამოყენების, თავისუფალი ბიზნეს გარემოს, მოქნილი საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფამ არაერთი სარგებელი მოუტანა ქვეყანას“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე   „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც,  საქართველო უპრეცედენტოდ მოწინავე პოზიციებზეა.

მსოფლიო ბანკის „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის 5-წლიანი ზრდით, მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა

აბაშიძის თქმით, 26 ოქტომბერს არჩევანის გაკეთება უადვილესია – „წინსვლა და საქართველოს გაერთიანება ან ბინძურ ნაცჭაობში დაბრუნება“.

„მანქურთების სურვილების ასრულების ნაცვლად, მშვიდობიანი განვითარების შედეგები სახეზეა – მსოფლიო ბანკის (WB) „გლობალური კეთილდღეობის მონაცემების“ მიხედვით, საქართველო უპრეცედენტოდ მოწინავე პოზიციებზეა.

WB-ის კვლევის თანახმად, 2024 წელს ერთ სულ მოსახლეზე საქართველო რეალური ეკონომიკის ხუთწლიანი ზრდით მსოფლიოში მეორე ადგილზე გავა, აღმოსავლეთ ნახევარსფეროში კი პირველ პოზიციაზე მოხვდება. ამასთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით კეთილდღეობის ამ მაჩვენებლის გაუმჯობესებით ზედიზედ სამი წლის მანძილზე შეინარჩუნებს ანალოგიურ სალიდერო პოზიციებს.

მრავალი შიდა და გარე დაბრკოლების ფონზე, საქართველოს ხელისუფლების მშვიდობიანი პოლიტიკის, ქვეყნის პოტენციალის სწორი გამოყენების, თავისუფალი ბიზნეს გარემოს, მოქნილი საგადასახადო სისტემის უზრუნველყოფამ არაერთი სარგებელი მოუტანა ქვეყანას.

26 ოქტომბრის არჩევანი უადვილესია – წინსვლა და საქართველოს გაერთიანება ან ბინძურ ნაცჭაობში დაბრუნება,“- წერს გია აბაშიძე.

დავით ჩიხელიძე „გლობალური კეთილდღეობის მონაცემებზე“ – საქართველოს აქვს ძლიერი ეკონომიკა, რომელიც მიუხედავად უამრავი შიდა და გარე გამოწვევებისა ზრდას განაგრძობს და მსოფლიოსთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g