LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mazda Mx-5-მა ერთწლიანი მოგზაურობა დაასრულა

31

კომპანია Mazda-მ მემილიონე ავტომობილის გრანდიოზული მსოფლიო ტურნე დამთავრებულად გამოაცხადა.

საიუბილეო მოდელის პრეზენტაცია 2016 წლის ზაფხულში გაიმართა და ხანგრძლივი მოგზაურობაც დაიწყო. ავტომობილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ათობით ღონისძიებას დაესწრო და იაპონია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, ავსტრალია და ახალი ზელანდია მოიარა. ამჟამად კი ის უკან ჰიროსიმაში მიიყვანეს. სპეციალური ცერემონიების დროს დამთვალიერებლებს უფლებას აძლევდნენ, რომ ახალ მოდელზე თავისი ავტოგრაფი დაეტოვებინათ და ერთი წლის განმავლობაში მასზე სუფთა ადგილი აღარ დარჩა.

აღსანიშნავია, რომ მემილიონე მოდელი ჰიროსიმაში მდებარე „მაზდას“ სალონში გამოიფინება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები