LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“ – მიხაილ როთი საქართველოშია

134
მიხაილ როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად როთი ავრცელებს.

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“- წერს გერმანელი დეპუტატი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.

მამუკა მდინარაძე მიხაილ როთის ვიზიტზე: ყველა ასეთი მაშველი რგოლი, უკვე ხავსად არის ქცეული, მათ შორის, იმ ადამიანის ჩამოსვლა, რომელიც ჯერ პარლამენტში იყო საქმიანი გამომეტყველებით და შემდეგ, რადიკალური აგენტურული ოპოზიციის მიტინგზე ანტისამთავრობო მოწოდებებით გამოდიოდა

„არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს. ოლიგარქია დემოკრატიის საწამლავია. ანტი-ლგბტი კანონი საქართველოს ტოლერანტობისა და ღიაობის ხანგრძლივ ისტორიასთან თანხვედრაში არ არის. დიალოგი მნიშვნელოვანია. გერმანია + ევროკავშირი მხარს დაუჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეცვლის თავის ანტიდემოკრატიულ პოლიტიკას“, – წერს როთი.

შეგახსენებთ, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 16-18 სექტემბერს საქართველოსა და სომხეთს ეწვეოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები