LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დოდო აბაშიძე“ – წიგნი, რომელიც მსახიობის 100 წლისთავს ეძღვნება, მაგთიკომის ხელშეწყობით გამოიცა

369
დოდო აბაშიძე

წიგნი დოდო აბაშიძისა და მისი მშობლების ცხოვრებასა და შემოქმედებაზე მდიდარია ფოტომასალით, ბიოგრაფიული ცნობებით, წერილებით და მოგონებებით. ის ნამდვილი საჩუქარია ქართული კინოხელოვნების მოყვარულთათვის.

დოდო აბაშიძე ჭეშმარიტად სახალხო არტისტი იყო. ბევრ მნიშვნელოვან წოდებასა თუ ჯილდოსთან ერთად, ქართველი ხალხის უზომო სიყვარული უდიდეს ჯილდოს წარმოადგენდა მსახიობისთვის.

წიგნის პრეზენტაცია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

„დოდოს 100 წლისთავზე ჩაფიქრებული მქონდა გამოცემულიყო ფოტოალბომი, რომელშიც თავმოყრილი იქნებოდა ყველა ფოტო მისი თეატრალური და კინოროლებიდან. ასეთი ალბომის გამოცემა „მაგთიკომმა“ ითავა, რომელსაც, მანამდეც გამოცემული ჰქონდა ცნობილ ქართველ ხელოვანთა მოღვაწეობისადმი მიძღვნილი ალბომები და წიგნები. ალბომზე მუშაობისას საკმაოდ დიდი ფოტომასალა დაგროვდა როგორც საოჯახო არქივიდან, ისე მუზეუმების, არქივების და ბიბლიოთეკების საცავებიდან. მივაგენი რამდენიმე საინტერესო გამოუქვეყნებელ წერილს და ნარკვევს. გადაწყდა ამ მასალის შეტანაც. ამას მოჰყვა გამოქვეყნებული რეცენზიები, მიძღვნები, მოგონებები, გამოსათხოვარი წერილები და ნარკვევები ოჯახზე… ასე გადაიქცა ალბომად ჩაფიქრებული გამოცემა საკმაოდ სქელტანიან წიგნად დოდოზე და მის მშობლებზე… დიდი მადლობა „მაგთიკომს“, რომლის ხელშეწყობის გარეშე ეს წიგნი არ და ვერ გამოიცემოდა“, – ამბობს წიგნის შემდგენელი ზაზა აბაშიძე.

წიგნის რედაქტორია ქეთევან ტრაპაიძე, დიზაინერი ზურაბ მიმინოშვილი.

მაგთიკომი წლებია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქართულ ხელოვნებას. „ჩვენ ქართულ საქმეს ვაკეთებთ“ – ამ დევიზით მაგთიკომმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა ქართული მწერლობის, მხატვრობის, თეატრის, კინოსა და მუსიკის მხარდასაჭერად.

„მოხარულნი ვართ, რომ მაგთიკომის ხელშეწყობით გამოცემულ წიგნებს დოდო აბაშიძის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი წიგნი შეემატა, რაც მნიშვნელოვანია როგორც ქართული ხელოვნების პოპულარიზაციისთვის, ისე მომავალი თაობებისთვის ღირებული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად“, – აცხადებენ კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები