UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი აშშ-ში, ლას-ვეგასში ქართველ გულშემატკივრებს შეხვდა.
საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, მერაბ დვალიშვილი ასევე შეხვდა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოს საბა ინწკირველს, რომელიც სოციალურ ქსელში UFC-ის მებრძოლთან და მის საჩემპიონო ქამართან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს:
„ღირსეული ადამიანი, მაგარი სპორტსმენი და დიდი ქართველი!“ – წერს მამა საბა ინწკირველი სოციალურ ქსელში.
ღირსეული ადამიანი, მაგარი სპორცმენი და დიდი ქართველი!❤️
Posted by Bishop Saba Intskirveli on კვირა, 15 სექტემბერი, 2024