LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხაილ როთი: „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს“

113
მიხაილ როთი

„კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია“, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

როთი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და უნდა გაუქმდეს.

„დილა მშვიდობისა, თბილისი!“ – მიხაილ როთი საქართველოშია

თბილისში გამომგზავრებამდე მან საქართველოს შესახებ კიდევ ერთი პოსტი გაავრცელა, რომელშიც წერს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს.

„ეს სამოქალაქო საზოგადოებაა. კრიტიკული, მამაცი არასამთავრობო ორგანიზაციები ძლიერი, მტკიცე დემოკრატიის ხერხემალია. გმადლობთ პროევროპული ერთგულებისთვის და შთამაგონებელი მუშაობისთვის. „უცხოური აგენტების“ კანონი საქართველოში დემოკრატიული კულტურის საწამლავია და ამიტომ უნდა გაუქმდეს“. – წერს მიხაილ როთი.

პოპულარულები