LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ, თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ

680
7 ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ, თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ

თუ საყვარელმა ადამიანმა მიგატოვათ და ეძებთ ფილმებს, რომლებიც დაგეხმარებათ ემოციების გამკლავებაში, ჩვენს მიერ შერჩეული 7 ფილმი, სწორედ თქვენთვისაა:

ნათელი გონების მარადიული ბრწყინვალება – 2004 წელს გადაღებული ეს ფილმი სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ ქეით უინსლეტსა და ჯიმ კერის. ეს ფილმი სიყვარულის მტკივნეულ მოგონებებზეა და მცდელობაზე, წავშალოთ მეხსიერებიდან, რისი დამახსოვრებაც არ გვსურს. ეს ფილმი გვასწავლის, რომ ყველა ურთიერთობა, თუნდაც წარუმატებელი, ჩვენი გამოცდილების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ცისფერი ვალენტინი – 2010 წელს გადაღებული ეს ფილმი წყვილზეა, რომლებიც ყველა შესაძლო გზით ცდილობენ საკუთარი ურთიერთობების გადარჩენას. რაიან გოსლინგისა და მიშელ უილიამსის დუეტი გულგრილს არავის დატოვებს.

ლა ლა ლენდი – 2016 წლის ოსკაროსანი ფილმია, რაიან გოსლინგისა და ემა სთოუნის დაუვიწყარი დუეტით. ეს მუსიკალური ფილმი გვასწავლის, როგორ გავავლოთ ზღვარი პირადსა და კარიერას შორის და სწორედ ამ ფილმით ვიგებთ, რომ ზოგჯერ ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში დროებით ჩნდებიან, მაგრამ სამუდამო კვალს ტოვებენ.

ის – 2013 წელს გადაღებული ფილმი, რომელიც გვასწავლის, როგორ შეუძლია ადამიანს გაუმკლავდეს საყვარელი ადამიანის დაკარგვას. დაგვეხმარება თუ არა ახალი ტექნოლოგიები სიყვარულით გამოწვეული ტკივილის დაძლევაში, ამას ფილმიდან გავიგებთ, სადაც მთავარ როლს ხოაკინ ფენიქსი ასრულებს.

ტოსკანის მზის ქვეშ – 2003 წელს გადაღებული ეს ფილმი ქალზეა, რომელიც განქორწინების შემდეგ, იტალიაში იწყებს ცხოვრებას, მოგზაურობასა და თვითგანვითარებას. ეს ფილმი გვასწავლის, რომ ტკივილი შესაძლოა, ახალი შესაძლებლობების დასაწყისი გახდეს. ფილმში მთავარ როლს დაიან ლეინი ასრულებს.

ჭამე, ილოცე, შეიყვარე – ეს არის მოგზაურობისა და საკუთარი თავის შეცნობის მომაჯადოებელი ამბავი, როგორ შეიძლება საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი შეცვალოს საკუთარი თავის პოვნამ. ჯულია რობერტსის მონაწილეობით გადაღებული ეს ფილმი, ნამდვილად იმოქმედებს თქვენზე.

ზაფხულის 500 დღე – ეს ფილმი გვასწავლის, რომ ხანდახან სიყვარული ისეთი არ არის, როგორზეც ჩვენ ვოცნებობდით, მაგრამ წარუმატებელი ისტორიებიც კი, შესაძლოა, ჩვენი ცხოვრების საუკეთესო გაკვეთილი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g