LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე

149
გიორგი გახარია

ჩემი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო – კიდევ ერთი დღე, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ, რომ მე აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, რომელზეც ჩვენ უარის თქმის უფლება არ გვქონდა და რომელსაც ჩვენ დავეთანხმეთ.

რა თქმა უნდა, მადლობა მამუკა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო, შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხირდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არასფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის გუნდთან.

ეს არის მიზეზი, რის გამოც გადაიდო მოლაპარაკებები, ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.

მე და ჩემი გუნდი ყოველთვის, ყოველ დღე სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც, ამიტომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ხაზაქრაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე“, – განაცხადა გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g