LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Startup Grind Tbilisi, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებს უმასპინძლებს

463
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი არაერთი წელია, Startup Grind Tbilisi-სთან პარტნიორობს. ამჯერად კი, 18 სექტემბერს, სტარტაპ გრაინდის ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სინგაპურის, იაპონიისა და დუბაის სტარტაპ ეკოსისტემების ლიდერებთან შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მოწვეული სპიკერები დაფინანსების მოძიების პროცესში ამბის თხრობის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

ღონისძიების სპიკერია კურტის ბერგი, სტარტაპ გრაინდ სინგაპურის ხელმძღვანელი. იგი სტარტაპებს გაუზიარებს ხერხებს, თუ როგორ შეუძლიათ ეფექტიანად წარმოაჩინონ საკუთარი ხედვები და პროდუქტები ინვესტორების წინაშე, რათა კაპიტალი მოიზიდონ. ასევე განიხილავს გლობალურ ბაზრებზე არსებულ უნიკალურ შესაძლებლობებს, როგორიცაა ვენჩურული კაპიტალის ფინანსური ჰაბები.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიაც სტარტაპ გრაინდ სინგაპურის, დუბაისა და იაპონიის დირექტორების მონაწილეობით, რომლებიც მასშტაბირებისა და ახალი ბაზრების ათვისების საკითხებს განიხილავენ.

დისკუსიის შემდეგ ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ინოვატორებსა და ინვესტორებს ერთმანეთის გაცნობის და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა ექნებათ.

ღონისძიება 18 სექტემბერს, 18:00 საათზე, თბილისში, ტერმინალში, აბაშიძის 34 ნომერში ჩატარდება. სამუშაო ენაა ინგლისური.

ღონისძიებაზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g