LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა მუსერიძე: კესო ინსპირაცია იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ თავისი იდენტობის გამოთქმას… ბევრი იწვალა, იშრომა. იყო პირველი ქართველი, რომელიც წარდგა კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი”

1109
კესარია აბრამიძე, თამუნა მუსერიძე

ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც მან „მთავარი არხის“ ეთერში აღნიშნა, კესარია „ინსპირაცია იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ თავისი იდენტობის გამოთქმას“.

„ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით… კესო ინსპირაცია იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ თავისი იდენტობის გამოთქმას. პირველი იყო, რომელმაც ამ თემაზე საჯაროდ დაიწყო საუბარი. ძალიან ბევრი იწვალა, იშრომა. პირველი ქართველი იყო, რომელიც წარსდგა კონკურსში „მის ტრანს ვარსკვლავი”

ჩემთვის უდიდესი დანაკლისია, ის ბევრი ადამიანისთვის მაგალითი იყო“, – აღნიშნა თამუნა მუსერიძემ.

💔🤍 თამუნა მუსერიძის სამძიმარი

💔🤍 "ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით… კესო ინსპირაცია იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ვერ ბედავდნენ საჯაროდ თავისი იდენტობის გამოთქმას" | თამუნა მუსერიძის სამძიმარი

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2024

გუშინ საღამოს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

პოლიციას დამნაშავე იდენტიფიცირებული ჰყავს.

„დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – შსს-ის ცნობით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი – არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

ფოტო: „როცა მამსგავსებდნენ, ეგონათ ცუდს მეუბნებოდნენ…მშვიდობით კესო“ – შორენა ბეგაშვილის ემოციური წერილი

„კესო ჩვენი მეზობელი იყო დიდ დიღომში…პენსიონერ ბებოს წამლებზე ფული აკლდებოდა, 3 დღის სამყოფი მაქვს, მერე რა ვქნაო ჩაილაპარაკა…კესომ ფარმაცევტს უთხრა 1 თვის სამყოფი გაუმზადეთ ყველა წამალიო…ადამიანი იყო“ – ელენე ნანობაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g