LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დამნაშავე აუცილებლად დაისჯება“ – შსს-ის ცნობით, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა იდენტიფიცირებულია

1463
2024-09-18_22-23-35_307589

შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე მედიასთან საუბრისას აცხადებს, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებულია.

მისივე თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად დაისჯება. [მისი ვინაობა იდენტიფიცირებულია], ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით“, – საუბრობს თეიმურაზ კუპატაძე.

ცნობისთვის, თბილისში, დიდ დიღომში ტრანსგენდერი კესარია აბრამიძე საკუთარ სახლში მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები