LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოძალადეს არ უნდა გაუტარო, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად საწყისშივე.. ქალებს კლავენ კი ამ ქვეყანაშიც ქალობის გამო, ეჭვიანობის გამო, ტოქსიკური ურთიერთობის გამო.. არშემდგარი, მანიაკი კაცები“ – ნინა კობახიძე

338
ნინო ახობაძე კესარია აბრამიძეზე

„ბიზნესლიდერთა ფედერაცია – ქალები მომავლისთვის“ ბორდის თავმჯდომარე ნინა კობახიძე ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება სოციალურ ქსელში და წერს, რომ მოძალადე კაცი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს საწყისშივე.

კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე 26 წლის მამაკაცია დაკავებული

„საშინელი ამბავია. ორი წელი პარტნიორთან იცხოვრა, რომელმაც მოკლა. წერდა, რომ იყო ძალადობის მსხვერპლი მისი მხრიდან, ვერ დააღწია თავი ამ ძალადობას ადამიანთან და უმძიმესი შედეგით დაასრულა ცხოვრება.

მოძალადეს არ უნდა გაუტარო, უნდა დაისაჯოს უმკაცრესად საწყისშივე. მხოლოდ ეს არის გამოსავალი აქედან თავის დაღწევის. ქალებს კლავენ კი ამ ქვეყანაშიც ქალობის გამო, ეჭვიანობის გამო, ტოქსიკური ურთიერთობის გამო. არშემდგარი, მანიაკი კაცები.

სიკვდილით დასჯა კი ყველაზე სწორი სასჯელია ქალთა მკვლელებისთვის, არავინ მეცოდება“, – წერს ნინა კობახიძე.

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ცოტნე ანანიძე – კესარიას მკვლელობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g