LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია?! ღმერთმა გააჩინა ასეთი!“ – ნათია ბანძელაძე

344
ნათია ბანძელაძე, კესარია აბრამიძე

„იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით!!!! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა!!!!“, – წერს ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში, რითაც ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობას ეხმაურება.

„ადამიანები ღმერთს ამოფარებულები ხოცავენ ამოჩემებულ მსხვერპლს, რომელიც ისევ ღმერთის გაჩენილია!!! კესარია, რომელსაც არავისთვის არაფერი უვნია, საკუთარი თავი თავად შექმნა, ვისი შვილია???!! ღმერთმა გააჩინა ასეთი!

თქვენმა, ჩვენმა ღმერთმა, იმასაც კი რომ მარტო თქვენთვის ჩემულობთ!!!

იქნებ დაფიქრდნენ ის ადამიანები ვინც ამხელა ზიზღს თესავს, რით არიან მათზე უკეთესები, იქნებ ღმერთი გცდით!!!! შეუძლებელია ამხელა ზიზღში არსებობა!!!!

თქვენში არ არის ღმერთი ზუსტად!!!! ვისაც მხოლოდ ზიზღი შეგიძლიათ და არც მიმტევებლობის არსი და არც სიყვარული იცით!!!! თქვენ არხართ ჩვენი ღმერთის შვილები… გული მეგლიჯება…“

„საზარელი მკვლელობა! ადამიანურობის უარყოფა! ეს თუ გამოაფხიზლებს ჩვენ საზოგადოებას“ – სალომე ზურაბიშვილი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე

ცოტნე ანანიძე – კესარიას მკვლელობას მაღალი ალბათობით ჰომოფობიის მოტივები არ აქვს და ნუ ცდილობთ პოლიტიკური მოტივებისა და წახალისების ძიებას

ადამიანები ღმერთს ამოფარებულები ხოცავენ ამოჩემებულ მსხვერპლს, რომელიც ისევ ღმერთის გაჩენილია!!! კესარია რომელსაც…

Posted by Jesika Szikora on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი, 2024

„ფორტუნას“ ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე.

არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძე მეგობარმა მამაკაცმა მოკლა

არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები