ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილი მეუღლის, ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის (გოგიჩა) დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. გიორგი გოგიჩაიშვილი დღეს 58 წლის გახდებოდა.
ნათია ბანძელაძე ტკბილ მოგონებებს იხსენებს და წერს, რომ ის კვლავინდებურად, მათი ოჯახის მფარველ ვარსკვლავად რჩება.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში! არ ვიცი როგორ ახერხებ, მაგრამ დღესაც ისევ ისე გესაუბრები, როგორც ადრე, დღესაც სიმშვიდეს და სიყვარულს ვგრძნობ როცა შენთან ვარ ფიქრებში… არ ვიცი როგორ ახერხებ მაგრამ, შენმა პატარებმა აივიმ და ავამ იციან სად მოგძებნონ და სიყვარული სად გამოგიგზავნონ… იციან რომ კეთილ ადამიანებს გოგიჩა ბაბუ უგზავნის, უბრალოდ არ იციან რატომ გადაწყვიტე რომ ცაზე ვარსკვლავი გამხდარიყავი…მაგრამ ღამით ცაზე გხედავენ და უხარიათ! ჩვენი შვილიშვილები მე ჯადოქარს მეძახიან, ჯერ არ იციან კიდევ ,რომ ნამდვილი ჯადოქარი შენ ხარ … რადგან ვინც ვართ, ვინც დაგვტოვე და ვინც ვაგრძელებთ გულში შენს ტარებას, ყველა შენი დიდი სიყვარულის ნაყოფი ვართ…
მენატრები, მჭირდები, მაკლიხარ, თითქოს ყველგან ხარ , მაგრამ სად ხარ…იცი ხანდახან, ხმამაღლა მეცინება ხოლმე ისე მკაფიოდ მესმის ხოლმე შენი ხმა ,,რა რამაზზზიიიი გოგოოოო ხააარ’“ გახსოოვს რამე ახალზე რომ გკითხავდი აზრს და მერე ვიწყებდი ზუზუნს , არ მოგწონს და არ მეუბნები ლამაზს კი არა და ,,რამაზს’’ მეძახითქო და როგორ მიხსნიდი დაღლამდე შენი საყვარელი სიცილით, თუ როგორ არ მესმოდა რომ ,,ლამაზს ‘’ -,,რა რამაზზზი“ სჯობდა, რადგან ეს უფრო ბევრს ნიშნავდა … რანაირი ადამიანი ხარ, ჩემო ვარსკვლავოო, ალბათ, მანდაც უყვარხართ და ცაშიც ითვლიან წლებს!!!! შენს დაბადებას გაუმარჯოს ჩემს ცხოვრებაში… დიდი ბავშვი 58 ის არის…“
