LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ხვალ დიდი დღე გვაქვს – აქ მთავარი ამბავი ნანუკას გამბედაობაა, გოგიჩობაა და თქვენ ხართ ადამიანებო!“: რა სიახლის შესახებ გვიყვებიან ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე

205
ნანუკა გოგიჩაიშვილი და ნათია ბანძელაძე

YouTube არხი, აივი ავა და მე Ivy Ava & Me ხვალ 18:00 საათზე განსაკუთრებულ ეპიზოდს, განსაკუთრებული სტუმრით წარმოგვიდგენს.

როგორც გადაცემის წამყვანი, ნანუკა გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში წერს, გადაცემის მომდევნო ეპიზოდს საოცარი სტუმარი ეყოლება:

„ხვალ ჩვენს YOUTUBE გვერდზე საღამოს 6 საათზე დაიდება ახალი სერია! ველოდებით თქვენთან შეხვედრას მოუთმენლად! საოცარი სტუმარი გვყავს , მისგან ძალიან ბევრს ისწავლიან მომავალი თაობები“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

გადაცემის ანონს აზიარებს ნანუკა გოგიჩაიშვილის დედა, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძეც და წერს, რომ ხვალ, 6 ივნისს განსაკუთრებული დღეა:

„ხვალ დიდი დღე გვაქვს განსაკუთრებული ემოცია მაქვს, აქ მთავარი ამბავი ნანუკას გამბედაობაა, გოგიჩობაა და თქვენ ხართ ადამიანებო! ვინც მოგვყვებით და გჯერათ რომ
ერთად სამყაროს უკეთესობისკენ შევცვლით! არ გაჩერდე რადგან როცა მიზანი სწორია ყველაფერი შესაძლებელია!“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ნანუკა გოგიჩაიშვილი ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნდა და თავისი YouTube -გადაცემა დაიწყო. ამის შესახებ ნანუკამ ექსკლუზიურად „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

ნანუკამ პოდკასტი გასულ წელს გაგვიზიარა რომელიც, როგორც თავად ამბობს, მისი მესამე შვილია. გადაცემა ნამდვილად ზღაპრულია და მასში ნანუკას გარდა, მონაწილეობენ მისი ქალიშვილები და ბებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g