ნანუკა გოგიჩაიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ თავისი მეუღლის, ნიკოლოზ ნაყოფიასა და ოჯახური ცხოვრების შესახებ ჰყვება.
ნანუკა გოგიჩაიშვილი:
„ჩვენი სიყვარული უფრო გაძლიერდა. 8 წელია, რაც ერთად ვართ. ჩვენი სიყვარულის ამბავი ძალიან გამორჩეულია. ჩვენი გაცნობა საქმიანი იყო, სამსახურის გამო შევხვდით და პირველივე დღიდან დავახლოვდით.
ჩვენი სიყვარულის დღე არის 19 დეკემბერი, როცა ერთმანეთს შევხვდით და მას შემდე, ყოველ 19 რიცხვს, სადაც უნდა ვიყოთ, ყველგან აღვნიშნავთ. ეს დღე ჩვენია. ნიკას ამ დღეს ყოველთვის მოაქვს თაიგული და მერე სადმე მივდივართ.

მადლიერი ვარ განგების, რომ ცხოვრების თანამგზავრად შემხვდა ასეთი ადამიანი. მას ის ღირებულებები აქვს, რომლებითაც მე გავიზარდე. მადლიერი ვარ, რომ ჩემს შვილებს ასეთი კარგი და მზრუნველი მამა ჰყავთ.

ნიკა ბოლომდე ჩართულია შვილების აღზრდაში. ყველაფერში ჩემი მეგობარი და მხარდამჭერია. ჩემი ოჯახი ერთი შეკრული გუნდია და ეს ძალიან მახარებს.
ბავშვებს დაბადებიდანვე მე და ჩემი მეუღლე ვზრდით. ორსულობა, მშობიარობა, ყველა უძილო წუთი, პირველი თვეები, ყველაფერი ერთად გადავიტანეთ. ყველანაირად ვცდილობ, ვიყო კარგი დედა, მაგრამ ამას, საბოლოო ჯამში, ჩემი შვილები იტყვიან“.
