ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე გარდაცვლილი მეუღლის, ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის (გოგიჩა) გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.
„ყოველ წელს ამ ღამის კოშმარი კიდევ უფრო მძიმდება… მეცოტავება
ვთქვა რომ ,, ენ ,, მენატრები თქო, იმდენი სიკეთე, იმხელა ემოცია, გუწრფელი ბავშვურობა და სიყვარულია „შენში“ გაერთიანებული რომ ყველაფერი ცალცალკე მენატრება… და საოცრება იცი, რა არის??? შენი პატარები, რომლებიც საერთოდ არ გიცნობენ, ხშირად დილას შენი მონატრებით იწყებენ.. „გოგიჩა ბაბუ მენატრებაა, რატომ გახდა ვარსვლავი??? რატომ
არ დამელოდა ნათი??? – მათში შენი სიყვარული გენეტიკურ კოდად დევს და შეუძლებელია, ასე არ იყოს , რადგან შენი სიყვარულის ნაყოფია ეს პატარა ანგელოზები… ყველაზე ძალიან იცი როდის მენატრები? როცა ისინი მღერიან, ცეკვავენ, ხატავენ, თამაშობენ, როცა ვარსკვლავს ხელს უქნევენ და გესაუბრებიან… მაშინ ორად ვიყოფი და ვიჯერებ, რომ ჩემში ხარ და ამ დიდ ბედნიერებას შენ გიზიარებ… საზღვარი სად წყდება შენსა და ჩემს შორის არ ვიცი… არ ხარ, არადა სულ ხარ … არ ვიცი, რა უფრო მენატრება შენში.. შენი ერთი თბილი გამოხედვა და ,, გიჩააა,, ს დაძახება?? თუ შენი გამოგზავნილი მესიჯი კალიით, ან საყვარელი მაიმუნით „ნახე რა საყვარელი ხარ,, იქნებ ჩვენი თამაში უფრო მენატრება… შენი საოცარი მხარდაჭერააა??? მეგობრობაა?? თუ შენი სიყვარულის ძალა- ჯავშანივით რომ მიცავდა… მენატრები… აივის და ავას ვარსკვლავო“, – წერს ნათი ბანძელაძე სოციალურ ქსელში.
