LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რაც ილიას დედა გავიცანი, ილიას ბრძოლებს მისი დედური ემოციით ვუყურებ, ახლაც მარტო დედაზე ვფიქრობდი… მგონია, რომ ამ ბიჭებში ამხელა თავდაჯერებულობა, სიმამაცე, უდრეკი ხასიათი, ყველაფერი დედაა“ – ნათია ბანძელაძის მიმართვა ილია თოფურიას დედას

376
ნათია ბანძელაძე

15 ივნისს, თეთრ სახლში გამართულ, მსუბუქი დივიზიონის (70კგ) საჩემპიონო ბრძოლას, სადაც ილია თოფურია ჯასტინ გეიჯის დაუპირისპირდა, ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე ეხმაურება.

„ჯასტინ, გილოცავ. თქვი, შენს სახეზე კვალს დავტოვებო… და დატოვე კიდეც“- ილია თოფურიას მიმართვა

ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას დედას მიმართავს და წერს:

„რაც ილიას დედა, ქალბატონი ინგა გავიცანი, ილიას ბრძოლებს მისი, დედური თვალით და ემოციით ვუყურებ… ვუყურებ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი გამომდის, პირიქით, ფინალს ველი და უკვე მოგებულს ვზეიმობ.

ვერც ახლა ვუყურე, რა თქმა უნდა, მარტო დედაზე ვფიქრობდი… სულ გვერდით რომ არის და არც ერთი წამით რომ არ უნდა შეიმჩნიოს „დედური სენტიმენტები“, უფრო მეტიც, მგონია, რომ ამ ბიჭებში, ამხელა თავდაჯერებულობა, სიმამაცე, უდრეკი ხასიათი და ერთმანეთისადმი პატივისცემა, ნდობა – ყველაფერი დედაა, დედა რომელმაც ახლაც უნდა მოიწმინდოს ჩუმად ჩამოცვენილი ცრემლები და როგორც ყოველთვის, ისევ ერთად შევიდნენ ბრძოლაში გამარჯვებისთვის!

ძმების ურთიერთობა კიდევ ერთი ცალკე ამბავია“, – წერს ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში.

„ინგა თოფურია შენ ხარ ყველაზე ძლიერი დედა ვისაც კი ვიცნობ, შენ გაგვიზარდე საოცარი შვილები, გვაჩუქე სრულიად ერს ილია თოფურია, ჩვენი სიამაყე“ – დედა თინათინის ემოციური მიმართვა

„ძალიან განვიცდიდი, როცა ამას ქართველი მეუბნებოდა, გაოცებული დავრჩი, როდესაც ილიას მიმართაც იგივე კომენტარები ვნახე“ – რას წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ილია თოფურიას ბრძოლის შემდეგ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები